Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თარიღი: 29/04/2026

ბრძანების N:: 13

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

მედიცინის  ფაკულტეტის

დეკანის ბრძანება

 

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის   სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის  ხელმძღვანელის  №120/02-01, 27/04/2026  და  №122/02-01,  28/04/2026 ბრძანებებით  პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს”  ფარგლებში სსიპ - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე  ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად/ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის  გარეშე  ოკუპირებული  ტერიტორიებიდან ჩარიცხული  აქტიური სტატუსის  მქონე  სტუდენტთა  ფინანსური  წახალისებისათვის  კანდიდატთა  შერჩევის კრიტერიუმების      დადგენისა  და ფაკულტეტებზე    სახელმწიფო   სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ წესის საფუძველზე.

 

ვბრძანებ:

 

1. განხორციელდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის №120/02-01, 27/04/2026 ბრძანების შესაბამისად, მედიცინის ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო    პროგრამებზე  სტიპენდიის   მოსაპოვებლად  78 დასაფინანსებელი სტუდენტის შერჩევა;

2. დასაფინანსებელ სტუდენტთა შერჩევა განახორციელოს საკონკურსო კომისიამ შემდეგი შემადგენლობით:

  • თამარ რუხაძე - დეკანის მოადგილე სამეცნეირო დარგში;
  • ია ხახუტაიშვილი - დეკანის მოადგილე სასწავლო დარგში;
  • მაკა   ჯორბენაძე   -   ხარისხის     უზრუნველყოფის          სამსახურის  მთავარი სპეციალისტი;
  • მირანდა  მიქაძე  -  სასწავლო  პროცესის  მართვის  სამსახურის  უფროსი, კომისიის თავმჯდომარე;
  • გვანცა გიგაური - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო     პროგრამების    განყოფილების მენეჯერი, კომისიის მდივანი;
  • ციალა გიორგაძე - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი.
  • თეონა ლეჟავა - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის წამყვანი სპეცილისტი.

საბუთები მიიღება:  30 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით 10:00 -  17:00 -  სთ-მდე,

მორფოლოგიის ინსტიტუტი, №324;

4.   კონკურსის პირველადი შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 11 მაის;

5.   კონკურსის საბოლოო შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს  13 მაისისა;

6.   ფაკულტეტის სასწავლო  პროცესის   მართვის  სამსახურმა  უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა;

7.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

მაია ბიწკინაშვილი

დეკანი

მედიცინის ფაკულტეტი